NASA

NASA-ს ზონდი Osiris-Rex სადაცაა ასტეროიდ ბენუს მიუახლოვდება და ნიმუშებს აიღებს

ოთხშაბათს, დილის 2:15 საათზე, ოთხწლიანი მოგზაურობის შემდეგ NASA-ს კოსმოსური ზონდი Osiris-Rex დედამიწიდან 330 მილიონი კილომეტრით დაშორებულ ასტეროიდ ბენუს ზედაპირს მიუახლოვდება, სადაც ქვისა და მტვრის ნიმუშებს შეაგროვებს. 

გასულ წელს იაპონიამ შეძლო თავისი ზონდით Hayabusa2 სხვა ასტეროიდიდან, რიუგუდან მტვრის შეგროვება და ახლა დედამიწისკენ მოემართება. Osiris-Rex-ის მეშვეობით, NASA იმედოვნებს, რომ უფრო დიდ ნიმუშ სულ მცირე, 60 გრამს შეაგროვებს, რომლის ანალიზიც მზის სისტემის თავდაპირველი ინგრედიენტებს გამოავლენს. კოსმოსური ხომალდი დიდი ფურგონის ზომისაა და ამ მომენტისთვის ბენუსგან 1 კილომეტრითაა დაშორებული. ბენუს დიამეტრი 490 მეტრია. 

NASA-ს ინჟინრები ოთხშაბათს საბოლოო ბრძანებებს გაგზავნიან ნიმუშის აღების ოპერაციაზე, რომელიც სრულიად ავტომატიზირებული იქნება.

"რეალურ დროში ჯოისტიკის გამოყენების შესაძლებლობა არ გვაქვს". – ამბობს ფრენის დინამიკის მენეჯერი, კენეტ გეცანანდერი.  

ამ მანძილზე მოგზაურობას სიგნალი, დაახლოებით, 18.5  წუთს მოანდომებს. პირველ დამადასტურებელი სიგნალს დედამიწაზე ჩვენი დროით ოთხშაბათს, დილის 2:12 საათზე მივიღებთ. პირველი გამოსახულებები ჩვენამდე ოთხშაბათს მოაღწევს, მაგრამ შაბათამდე მოგვიწევს ლოდინი იმის გასაგებად, შეაგროვა თუ არა ზონდმა მტვერის სასურველი რაოდენობა. 

"პატარა ციური სხეულის გარშემო ნავიგაცია მარტივი არაა, ზედაპირზე დაშვება არ შეგვიძლია, ამიტომ ზედაპირს მხოლოდ ვაკოცებთ. იქნება 16 კრიტიკული წამი, რომლის განმავლობაში ზონდის მხარი წინ გამოიწევს და ზედაპირს შეკუმშულ აზოტს ესვრის და შემდეგ შეაგროვებს ნიმუშებს." - ამბობს პროექტის მკვლევარი ჰითერ ენოსი.

ბენუ საოცარი ობიექტია. მკვლევრები მას ნახშირბადოვან ასტეროიდებს მიაკუთვნებენ, რაც ნიშნავს, რომ მან შეინარჩუნა ის ქიმიური აგებულება, რომელიც იყო 4.5 მილიარდი წლის წინ, როდესაც მზე და პლანეტები ჩამოყალიბდა.

"მზის სისტემის ასტეროიდების შემადგენლობის ანალიზი საინტერესოა, რადგან ისეთივე ქიმიური შემადგენლობა აქვს შენარჩუნებული, როგორიც ჰქონდა მზის სისტემის პლანეტებს 4.5 მილიარდი წლის წინ". – ამბობს NASA-ს მეცნიერი, თომას ზურბუხენი. 

ზონდი  დედამიწაზე, იუტას უდაბნოში 2023 წლის 24 სექტემბერს დაეშვება და ნიმუშებს ჩამოიტანს, რის შემდეგაც ხმელეთზე არსებული ლაბორტორიები უფრო დეტალურ ანალიზს ჩაუტარებენ მის  ფიზიკურ და ქიმიურ მახასიათებლებს.

კომენტარები