ყაჩაღობა ზუგდიდში

მძევალი ბანკიდან: 19 ადამიანი ვართ ოთახში, გამტაცებელი 500 000 დოლარს ითხოვს

მთავარი არხი

ზუგდიდში, საქართველოს ბანკში, შეიარაღებული პირი შეიჭრა და მას მძევლად ადამიანები ჰყავს აყვანილი.

ტელეკომპანია მთავარს ბანკიდან ერთ-ერთი მძევალი დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, ის გამტაცებლის გზავნილს ახმოვანებს.

"შენობაში ვიმყოფებით 19 ადამიანი, ერთ ოთახში. გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული - ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ყველანაირი ძალადობრივი მოგვარება ამ სიტუაციის გამორიცხულია, ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს, გამტაცებელი ითხოვს 500 000 დოლარს და სწრაფად რომ შემოვიდეს ვინმე შეუიარაღებელი და ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია. გამტაცებელი ჩემს გვერდით არის". – თქვა მან.

ბანკში შეჭრილი ყაჩაღის მიერ აყვანილი მძევლების ნაწილი თავისუფალია. ისინი ბანკიდან ამწის საშუალებით გამოიყვანეს. 

მომხადრზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ისინი მედიას მოუწოდებენ, სპეცოპერაციის კადრები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები