სპეცოპერაცია ზუგდიდში

გომელაური: ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეკავებინა, ვერც ერთ სიცოცხლეს ვერ გავწირავდით

საქართველოს მთავრობა

"ყველაფერი გავაკეთეთ შსს-მ, ხელისუფლებამ, რომ არავინ დაშავებულიყო" - თქვა ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმასა და მძევლების აყვანასთან დაკავშირებით. 

"ეს იყო პირველი ამოცანა, რაც დავისახეთ. მაქსიმალური დავალება იყო, რომ არავინ დაშავებულიყო" - აღნიშნავს მინისტრი. 

მისი თქმით, ყაჩაღი თავდაპირველად უარს აცხადებდა პოლიციელის გაყოლაზე, თუმცა, შემდეგ დათანხმდა.

"მძევლებიც წაიყვანა, 3 ადამიანი, რომლებიც რამდენიმე საათს მანქანით მოძრაობდნენ იმისთვის, რომ მიმალულიყო. ეს ადამიანი გადავიდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვეკავებინა, თუმცა რთული იყო. ვერ გავწირავდით ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეს. გამთენიისას მანქანიდან გადავიდა და მიიმალა“- განაცხადა
ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები