კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ის 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელია. გარდაიცვალა კიდევ 5 და გამოჯანმრთელდა 350 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. 

22 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში, ჯამში, COVID-19-ით ინფიცირების 24 562 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 751 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 183 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები