ახალი კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ის 1 928 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი

ABC

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 928 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 8 და გამოჯანმრთელდა 604 ადამიანი. მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა. 

25 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ COVID-19-ით ინფიცირების 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 767 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 201 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ ინფიცირების 17 463 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები