მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში დღეს, 08:00-დან შევა

0 კომენტარი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს.

"სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზოჰრაბ მნაცაკანიანი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი 24 ოქტომბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, სტივენ ბეიგანს შეხვდნენ და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მათი ქვეყნები მხარს უჭერენ 10 ოქტომბერს მოსკოვში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციას. თავის მხრივ, ამ შეთანხმებას მხარი დაუჭირეს, პირველ ოქტომბერს გაკეთებული საერთო განცხადების საფუძველზე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა 2020 წლის 26 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე. აშშ ხელს უწყობს ინტენსიურ მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრებსა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შორის, რათა დაახლოვოს სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას". – ნათქვამია განცხადებაში.

მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს განახლდა.

მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოსკოვში 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი იმავე დღეს დაადანაშაულეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები