საშა ბარონ კოენი

საშა ბარონ კოენი ტრამპს: არც შენ ხარ სასაცილო, მაგრამ მთელი მსოფლიო დაგცინის

0 კომენტარი
ფოტო: ET

ბორატის როლის შემსრულებელი კომიკოსი, საშა ბარონ კოენი დონალდ ტრამპის შეფასებას გამოეხმაურა.

"საშა ბარონ კოენი უფრო უცნაურია, ვიდრე სასაცილო. მსახიობმა ერთხელ ჩემი გაცურება სცადა, როდესაც BBC-ის ჟურნალისტად შენიღბული მეწვია, მაგრამ ვერაფერს გახდა". – ამ სიტყვებით შეაფასა კომიკოსი ამერიკის პრეზიდენტმა.

"მადლობა დონალდ ბორატის რეკლამისთვის. ვაღიარებ, არც შენ ხარ სასაცილო, მაგრამ მთელი მსოფლიო მაინც დაგცინის. რასისტული ხუმრობების დასაწერად კაცი დამჭირდება და მემგონი, 20 იანვრიდან უმუშევარი რჩები, შეგიძლია, მომმართო". – უპასუხა კომიკოსმა. 

ბორატის მეორე ნაწილი 23 ოქტომბერს გამოვიდა. 2006 წელს შექმნილი პერსონაჟი, ყაზახი ჟურნალისტი ბორატ საგდიევი ამერიკაში ბრუნდება, რათა კორონავირუსის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიპოვოს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები