ჯანდაცვის სისტემა

ტიკარაძე: ოჯახმა, რომელიც პაციენტის სიცოცხლეს ანდობს ექიმს, "ამბავი არ უნდა ატეხოს"

0 კომენტარი
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

"იქნებ როგორმე დამშვიდდეს საზოგადოება და მისცეს ექიმებს თავისუფლად მუშაობის საშუალება". –ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას, რომელიც კლინიკებში შექმნილ ვითარებას ეხებოდა. კერძოდ, ჟურნალისტმა მინისტრს მოქალაქეების გავრცელებულ ინფორმაციაზე დაუსვა კითხვა, რომლის მიხედვითაც, მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებს კლინიკაში შესვლისას ყურადღებას არ აქცევენ იქამდე, სანამ "ამბავს არ ტეხენ". ერთერთი Fb-მომხმარებლის თქმით, მამამისი სწორედ მას შემდეგ შეიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში, იქამდე კი, კლინიკაში ეუბნებოდნენ, რომ ადგილები არ ჰქონდათ. 

"თქვენ ახსენეთ ერთი ფრაზა, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების ერთერთი ყველაზე დიდი ნაკლი. არანაირი ამბის ატეხვა არ არის საჭირო, პაციენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და ვერ გააკეთებს დასკვნას, ესაჭიროება მას რეანიმაცია თუ არა, რამდენიმე მიზეზის გამო. 1. მას არ გააჩნია საკმარისი კომპეტენცია, რომ განსაზღვროს, ესაჭიროება მას რეანიმაცია თუ არა. 2. პაციენტი, რომელსაც რეანიმაცია ესაჭიროება, ის ვერანაირ ამბავს ვერ ტეხავს.

ოჯახმა, რომელიც თავისი პაციენტის სიცოცხლეს აბარებს ექიმებს, მით უმეტეს არ უნდა ატეხოს ამბავი, ვინაიდან თუ მას იმის ნდობა აქვს, რომ თავისი პაციენტი ექიმს ანდოს რეანიმაციაში, ის ექიმი მიიღებს დროულ გადაწყვეტილებას, თუ რომელი ნაბიჯი რომლის შემდეგ უნდა გადადგას პაციენტის სიცოცხლის დასაცავად. ამ ატეხილი ამბებიდან გამომდინარე, ექიმები იმყოფებიან ძალიან დიდ სტრესში.

იქნებ როგორმე დამშვიდდეს საზოგადოება და მისცეს ექიმებს თავისუფლად მუშაობის საშუალება, ისინი ცხრა თვეა, თავს არ ზოგავენ და კიდევ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი გვაქვს. ჩვენ ექიმებს არათუ ამბავი უნდა ავუტეხოთ, პირიქით, გავუფრთხილდეთ მათ ფიზიკურ და ემოციურ მდგრადობას". – განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები