კორონავირუსი საქართველოში

სამინისტრო: 21 წლის გარდაცვლილი კაცი Covid-19-ისგან გამოჯანმრთელებული იყო

0 კომენტარი

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 21 წლის კაცი, რომელმაც Covid-სასტუმრო გუშინ, 25 ოქტომბერს დატოვა, ახალი კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებული იყო და მისი გარდაცვალების მიზეზი Covid-19 არ არის. 

ამის შესახებ სამინისტროს სპიკერმა ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც წარმომადგენელმა განმარტა, ამ ეტაპზე ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზად გულის უეცარი გაჩერება მიიჩნევა. 

ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერის ცნობით, 21 წლის კაცი საკარანტინო სივრცეში 3 ოქტომბერს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ გადაიყვანეს. საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ, მას PCR-ტესტი ჩაუტარეს, რის შედეგადაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ახალგაზრდა კაცი 25 ოქტომბრამდე Covid-სასტუმროში მკურნალობდა. 

"მინდა, ხაზი გავუსვა ცალსახად, რომ იყო გამოჯანმრთელებული. მისი დაკრძალვა არ მოხდება Covid-ის პროტოკოლის შესაბამისად". – თქვა სამინისტროს წარმომადგენელმა. 

ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა ისიც თქვა, რომ გაწერამდე ახალგაზრდა კაცი ექიმებმა შეაფასეს და ის თავს "კარგად, დამაკმაყოფილებლად" გრძნობდა. 

"არ აღენიშნებოდა არანაირი სიმპტომი და ჩივილი. მან რამდენჯერმე მიმართა ექიმს იმასთან დაკავშირებით, რომ დროზე ადრე დაეტოვებინა საკარანტინო სივრცე, ვინაიდან ის გრძნობდა თავს კარგად. დღეს იგი ნახეს სახლის ეზოში, ასრულებდა სამუშაოებს. 

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ამ ეტაპზე შეგვიძლია, მივიჩნიოთ გულის უეცარი გაჩერება, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა". – თქვა სპიკერმა. 

21 წლის კაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ინტერპრესნიუსმა გაავრცელა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები