ყაჩაღობა ზუგდიდში

ბადრი ესებუას სახლი გაჩხრიკეს, შსს განცხადებას 20:00 სთ-ზე გაავრცელებს

0 კომენტარი
ფოტო: ფორმულა

მთავარი არხისა და ფორმულას ცნობით, მოქმედი სამხედროს, ბადრი ესებუას სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს. მთავარი არხი ორი დღეა ავრცელებს ცნობას იმის შესახებ, რომ სწორედ ესებუაა ის ყაჩაღი, რომელმაც ზუგდიდში საქართველოს ბანკში მძევლები აიყვანა და $500 000-ის მიღების შემდეგ მიიმალა. 

ტელეკომპანიები ზუგდიდში ბადრი ესებუას სახლიდან კადრებს ავრცელებენ, სადაც ჩანს, რომ დალეწილია შესასვლელი კარი და ნივთები გადმოყრილია კარადებიდან. მთავარი არხის ცნობითვე, ესებუა უკვე დაკავებულია. 

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ოფიციალურ განცხადებას უწყება 20:00 საათზე გააკეთებს. 

გუშინ, 25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა ცნობა, რომ ყაჩაღი უკვე იდენტიფიცირებული იყო და მედიას მოუწოდა, არ გაევრცელებინათ მისი ვინაობა. მთავარმა არხმა იმავე დღესვე გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ყაჩაღი მოქმედი სამხედრო, ბადრი ესებუა იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება.

შეიარაღებული ყაჩაღი საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ყაჩაღთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

ყაჩაღი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ, თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები