ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
აშშ-ს უზენაესი სასამართლო

აშშ-ს სენატმა ემი კონი ბარეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2020 - 10:18
tbl.ge/56j1
დაკოპირდა
დონალდ ტრამპი და ემი კონი ბარეტი
დონალდ ტრამპი და ემი კონი ბარეტი

აშშ-ს სენატმა უზენაეს სასამართლოში რუთ ბეიდერ გინსბურგის შემცვლელად დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ემი კონი ბარეტს, მხარი დაუჭირა 52 ხმით 48-ის წინააღმდეგ.

მის წინააღმდეგ ხმა მისცა ყველა დემოკრატმა სენატორმა და ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა მეინის შტატიდან, სიუზან კოლინზმა.

კენჭისყრის შემდეგ ბარეტმა თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე ფიცი დადო.

"მოსამართლე აცხადებს, რომ დამოუკიდებელი იქნება, არა მხოლოდ კონგრესის და პრეზიდენტისაგან, არამედ საკუთარი პირადი რწმენისაგან, რაც შეიძლება მას სხვა მხრივ ამოძრავებდეს. მოსამართლის ფიცი ამ მოვალეობას საკუთარ თავში მოიცავს: ყოველთვის უნდა გვამოძრავებდეს კანონის უზენაესობა". – თქვა მან ფიცის დადების შემდეგ.

"ის ჩვენი ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გამორჩეული მოსამართლე იქნება". – თქვა დონალდ ტრამპმა ცერემონიაზე.

მისი დანიშვნით უზენაეს სასამართლოში 9 მოსამართლიდან 6 კონსერვატორი იქნება. ის უზენაესი სასამართლოს უკვე მესამე მოსამართლეა, რომელიც დონალდ ტრამპმა შეარჩია.

დემოკრატი კანონმდებლების პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ბარეტის დანიშვნა არჩევნებამდე 1 კვირით ადრე მოხდა. 2016 წლის არჩევნებამდე პრეზიდენტ ბარაკ ობამას სენატმა უზენაეს სასამართლოს ვაკანტური ადგილის შევსებაზე უარი უთხრა. დემოკრატიული პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ უზენაეს სასამართლოში ადგილების დამატებას განიხილავდნენ. ამ საკითხზე პირდაპირი პასუხის გაცემას თავს არიდებენ დემოკრატული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი.

აშშაშშ-ს უზენაესი სასამართლოდონალდ ტრამპიაშშ-ს სენატიემი კონი ბარეტიაშშ-ს რესპუბლიკური პარტიააშშ-ს დემოკრატიული პარტია

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 30 ივნისი, 2023 - 19:01უზენაესმა სასამართლომ უნივერსიტეტებში მიღებისას პოზიტიური დისკრიმინაცია დაასრულა
  • პარასკევი, 24 ივნისი, 2022 - 19:02აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა
  • პარასკევი, 8 აპრილი, 2022 - 19:51რას შეცვლის უზენაესი სასამართლოს პირველი შავკანიანი ქალი მოსამართლე?
  • პარასკევი, 8 აპრილი, 2022 - 00:16აშშ-ს სენატმა კეტანი ბრაუნ ჯექსონი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა
  • სამშაბათი, 8 დეკემბერი, 2020 - 14:26აშშ-ს სასამართლო ნაცისტური გერმანიის მიერ შესყიდული საგანძურის საქმეს განიხილავს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

CNN: ტრამპი ემხრობა რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ლინდსი გრემი ცდილობდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 03:06

CNN: ტრამპი ემხრობა რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ლინდსი გრემი ცდილობდა

გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა – ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:58

გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა – ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:43

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:28

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 22:41

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕