კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ის 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი

0 კომენტარი
ფოტო: DW

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 23 ადამიანი. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 262 პაციენტი. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 12 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 238 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები