კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 1 824 ახალი შემთხვევიდან 712 თბილისში გამოვლინდა, 545 – აჭარაში, 305 – იმერეთში

armradio.am

საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევიდან 712 თბილისში გამოვლინდა, 545 – აჭარაში, იმერეთში – 305, სამეგრელო ზემო სვანეთში – 63, ქვემო ქართლში – 48, მცხეთა მთიანეთში – 22, შიდა ქართლში – 56, გურიაში – 24, კახეთში – 23, სამცხე-ჯავახეთში – 22, რაჭა-ლეჩხუმში – 4. 

ინფორმაცია ამის შესახებ NCDC-ის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. 

დღეს, 27 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 23 ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 32 127  შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 12 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 238  კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები