არჩევნები 2020

წულუკიანი: ოპოზიცია არჩევნების დღეს ცრუ ინფორმაციის შექმნას და გავრცელებას შეეცდება

ქართული ოცნების სიის მეოთხე ნომრის თეა წულუკიანის მტკიცებით, არსებობს სქემა, რომლის მიხედვითაც, "ოპოზიციური სპექტრი და მისი ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან, შექმნან ცრუ ინფორმაციები არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში, თითქოს იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტმა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას ვერ გაართვა თავი". წულუკიანის თქმით, ოპოზიციამ "ლიბერალური საარჩევნო სისტემით ისარგებლა" და სადამკვირვებლო ორგანიზაციები შექმნა.

"129 ორგანიზაციიდან 1/4 არის ან პირდაპირ დაკავშირებული ოპოზიციასთან ან მათთან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული. ყველაზე მეტი, 20 ორგანიზაცია აქვს ნაციონალური მოძრაობას, 8 მის დანაყოფს, ევროპულ საქართველოს, 2 ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაცია კავშირშია ენმ-ის მორიგ დანაყოფთან, სტრატეგია აღმაშენებელთან 2 - პატრიოტთა ალიანსთან" - აცხადებს წულუკიანი და მედიას მოუწოდებს, "ამ ვითომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სიფრთხილით მოკეკიდონ".

კომენტარები