არჩევნები 2020

ჯაფარიძე: აუდიტის სამსახური გვიჩივის, გირჩი TV-ზე გირჩის პოლიტიკური რეკლამა უფასოდ გადისო

გირჩი

გირჩის ლიდერისა და გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის ცნობით, აუდიტის სამსახურმა არჩევნებამდე სამი დღით ადრე პარტიას სასამართლოში უჩივლა. 

ამის შესახებ ჯაფარიძემ, Facebook live-ში ილაპარაკა. ის live-ში სამოქალაქო სასამართლოდან ჩაერთო. 

"საქალაქო სასამართლოსთან ვართ, სამი დღეა არჩევნებამდე დარჩენილი და სასამართლოში გვიჩივლეს, რომ დაგვაკარგინონ დრო. აუდიტის სამსახური გვიჩივის, რომ გირჩი TV-მ გაუშვა თურმე, პარტია გირჩის რეკლამა უფასოდ, დედითმამლუქი თუ გაქვთ ნანახი, მაგ ვიდეოზეა საუბარი, რომ ეგ ყოფილა თურმე გირჩის რეკლამა, რომელიც უფასოდ გაუშვა გირჩი TV-მ.  828 ლარის ოდენობის რეკლამა იყოო ეგო, როგორ დათვალეს, არ ვიცი და გვაჯარიმებენ მაგის ორმაგი ოდენობით და დაგვიბარეს სასამართლოში". – ამბობს ჯაფარიძე. 

მისი თქმით, სასამართლო პროცესზე შესვლას და "ამ მასკარადში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ". 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები