კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში დადასტურდა, 437 აჭარაში, 388 – იმერეთში

0 კომენტარი
ფოტო: DW

კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევიდან თბილისში 445 შემთხვევა დადასტურდა, აჭარაში  – 437, იმერეთში  – 388. განაცხადა ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 28 ოქტომბერს ქვემო ქართლში ვირუსის 32 შემთხვევა გამოვლინდა, შიდა ქართლში - 125, გურიაში - 35, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 151, კახეთში - 40, მცხეთა-მთიანეთში - 12, სამცხე-ჯავახეთში - 44, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა, აჭარაში - 9, იმერეთში - 2, მცხეთა-მთიანეთში - 1 და კახეთში - 1.

აქტიური 18 364 ინფიცირებულიდან 4 209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 106, აჭარაში - 696.

"მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში - 255, აჭარაში - 78. აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 128 პირი - მათ შორის, თბილისში - 70, აჭარაში - 29.

2 346 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 826 - აჭარაში, ხოლო 1 234 - თბილისში. 11 809 ადამიანი მკურნალობს ბინაზე, კლინიკური მართვის ახალი მოდელის შესაბამისად"  – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

29 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 16 904 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 273 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში 18 390 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები