კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 697 ახალი შემთხვევა

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 12 და გამოჯანმრთელდა 2 906 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. 

30 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 19 810 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 285 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში 17 168 აქტიური შემთხვევაა, 29 ოქტომბერს ეს რიცხვი 18 390 იყო.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები