არჩევნები 2020

პლატფორმა 2020: ჩვენს დამკვირვებელს ოცნების დეპუტატი დაემუქრა, აღიძრა საქმე

სამოქალაქო პლატფორმა 20/20

სადამკვირვებლო ორგანიზაციის სამოქალაქო პლატფორმა 2020-ის განცხადებით, მათი დამკვირვებლის, გიორგი მუმლაძის მიმართ მუქარაზე საქმე აღიძრა. 

ორგანიზაციის ცნობით, მარნეულის ოლქის მე-5 უბანზე გიორგი მუმლაძეს მარნეულის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი, ზურაბ ჭონიაშვილი დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მუმლაძემ ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყობინა. 

"ფაქტს შეესწრო მარნეულის პოლიციის უფროსი, რომელსაც რეაგირება ვთხოვე. მან მითხრა, რომ პოლიციაში დაერეკა. შესაბამისად, დავრეკე 112-ში და ჩემი შეტყობინების საფუძველზე აღიძრა საქმე". – ამბობს მუმლაძე. 

სამოქალაქო პლატფორმა 2020 თავისი 392 დამკვირვებლითა და 21 მობილური ჯგუფით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მსვლელობას, საქართველოს მასშტაბით, 24 ოლქში აკვირდება. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020

კომენტარები