არჩევნები 2020

არჩევნები 2020 – ვინ აქვეყნებს ეგზიტპოლებს?

ტაბულა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დღეს, 31 ოქტომბერს, შერეული სისტემით, 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება. მოსახლეობა პარლამენტის 120 დეპუტატს პროპორციული სიით აირჩევს, 30-ს კი – მაჟორიტარულით. ხმის მიცემის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით დილის 08:00-დან მიმდინარეობს.

31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეგზიტპოლებს ოთხი ტელევიზია ატარებს.

TV ფორმულა

TV ფორმულასთვის ეგზიტპოლს ამერიკული კვლევითი კომპანია Edison Research-ი მოამზადებს. მან წინასაარჩევნოდ ტელეკომპანიისთვის პოლიტიკური კვლევებიც ჩაატარა. კომპანია საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს.

TV იმედი

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, 8-საათიანი ქრონიკა ტელეკომპანია TV იმედის დაკვეთით Public Opinion Strategies მომზადებულ ეგზიტპოლს გაუშვებს. 

"ამ ორგანიზაციას აქვს აბსოლუტურად უმწიკვლო ბიოგრაფია, კვალიფიკაცია, გამოცდილება და ისტორია" – განაცხადა იმედის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა.

მთავარი არხი

ტელეკომპანიისთვის ეგზიტპოლს IPSOS-ი ატარებს. იმავე კომპანიამ მოამზადა წინასაარჩევნო კვლევები მთავარი არხისთვის.

რუსთავი 2

რუსთავი 2 მოქალაქეებს ბრიტანული კვლევითი კომპანია Survation-ს მომზადებულ ეგზიტპოლს შესთავაზებს. ასევე, ამ კომპანიამ ჩაატარა ტელეკომპანიისთვის წინასაარჩევნო კვლევები.

ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები