არჩევნები 2020

კალაძე: ენმ-ის კანდიდატ ბოტკოველის ორგანიზებით თელავში ზონდერ-ჯგუფების მობილიზება ხდება

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში ენმ-ის კანდიდატ გიორგი ბოტკოველს ზონდერჯგუფის მობილიზებასა და არეულობის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს.

"ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში არეულობის შექნის მიზნით ხდება ზონდერჯგუფების მობილიზება 

გაფრთხილებთ ყველას, ტყუილად ნუ ცდილობენ საარჩევნო პროცესის დაძაბვას". – თქვა კახა კალაძემ.

ყველა საარჩევნო სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები