მთავარი არხის ეგზიტპოლის მიხედვით, რომელიც ფრანგულმა კომპანია IPSOS-მა ჩაატარა, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში გირჩის ლიდერი და ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე პირველ ადგილზეა.
ეგზიტპოლის მიხედვით, ზურაბ ჯაფარიძეს 35% აქვს, ქართული ოცნების კანდიდატ გია ვოლსკის 33%. რაც შეეხება მესამე ადგილზე გასულ დამოუკიდებელ კანდიდატ ანა დოლიძეს, მას - 16%.
ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.
ყველა არხის ეგზიტპოლის შედეგები ერთად შეგიძლიათ ნახოთ აქ.
არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს, მათ შორის პირველად შედეგებს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.