არჩევნები 2020

ხოშტარია: ცესკოს გამოყენებით ოცნება ცდილობს, განცდა გააჩინოს, რომ არჩევნებს იგებს

ფოტო: ტბელ აბუსერიძე

ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ცესკოს გამოყენებით ოცნება ცდილობს, განცდა გააჩინოს, რომ არჩევნებს იგებს. ამის შესახებ ხოშტარია საკუთარ Facebook გვერდზე წერს.   

"ფოტოებზე ხედავთ #82 კოვიდ-უბნის ოქმებს.

მაშინ, როდესაც ბევრ სხვა უბანზე ხმათა უმრავლესობით ვიგებთ და დათვლილ მონაცემებს გვაწვდიან, ესაა პირველი უბანი, რომელიც ცესკოს საიტზე იტვირთება - გაყალბებული ოქმები, სადაც შესწორების ფურცლის ატვირთვამდე ნოდარ ტურძელაძეს 41 ხმა უწერია, ჩვენ კი 1, როცა ზუსტად ვიცით, რომ ამ უბანზე ბევრად უფრო მეტი მხარდამჭერი გვყავდა.

სწორედ ამ გზით ცდილობს ქართული ოცნება, ხალხში იმის განცდა გააჩინოს, რომ არჩევნებს იგებს, ამისთვის კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას იყენებს.

არ დავუშვებთ არჩევნების გაყალბებას. თითოეული ხმისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ". – წერს ელენე ხოშტარია.

კომენტარები