არჩევნები 2020

ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და ლიდერები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ

ტაბულა

პარლამენტთან გამართული აქციის შემდეგ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და ლიდერები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

აქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას ორგანიზებულია, თუმცა მას სხვა ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან, მაგალითად, ევროპული საქართველო, ლელო, ლეიბორისტული პარტია, დემოკრატიული მოძრაობა და ა.შ. 

პარლამენტთან აქცია გვიან ღამით მას შემდეგ დაანონსდა, რაც ცესკომ პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ოპოზიციური პარტიების ლიდერები გვიან ღამით ცესკოსთან მივიდნენ და განაცხადეს, რომ ხმების დასაცავად აქციას გამართავენ.

კომენტარები