ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით გლდანის მაჟორიტარულ ოქლში დათვლილია ხმების 100% (სულ 115 უბანი).
საბოლოო შედეგებით გლდანის ოლქში მეორე ტური გაიმართება. შედეგები კი ასეთია:
ნიკა მელია - ოპოზიციის საერთო კანდიდატი - 43.88% (31 094 ხმა)
ლევან კობიაშვილი - პარტია ქართული ოცნება - 42.69% (30 246 ხმა)
ცესკოს ბოლო მონაცმებით სულ დათვლილია ხმების 99.9%. თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო.