არჩევნები 2020

კობახიძე სამაჯურის მოხსნაზე: მელიას დაკავება პოლიტიკურად არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

ირაკლი კობახიძის თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრება ელექტროსამაჯურის მოხსნის გამო პოლიტიკურად კარგი ნაბიჯი არ იქნება.

მისი თქმით, მათ მელია ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე უნდა დაამარცხონ. 

"პოლიტიკურად, მე ვიტყოდი, რომ ეს არ იქნება სწორი, ნიკა მელია ჩვენ უნდა დავამარცხოთ ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე, ამის შემდეგ რა ზომები მიიღება სამართლებრივად, ეს სხვა საქმეა, მაგრამ პოლიტიკურად არ მგონია მისი დაკავება მიზანშეწოლილი". - ამბობს კობახიძე. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა და გლდანში მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. ოპოზიციურ ლიდერს ელექტრონული სამაჯური 20 ივნისის საქმის გამო უკეთია. 

მისი განმარტებით, მისთვის ეს სამაჯური მხოლოდ უსამართლობის სიმბოლოა და არანაირი დატვირთვა არ აქვს. 

კომენტარები