კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 852 ახალი შემთხვევა

Gulf News

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 852 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 7 და გამოჯანმრთელდა 1 696 ადამიანი. 

2 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 42 579 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 26 800 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 335 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები