ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე ორ ერთსა და იმავე ოქმს ავრცელებს, რომლებზეც მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა.
კაპანაძე განმარტავს, რომ პირველი (ნაცრისფერი) ის ოქმია, რომელსაც 67-ე უბანზე დათვლის შემდეგ კომისიამ ხელი მოაწერა.
როგორც პირველ ფოტოზე ჩანს, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა მარნეულის ოლქში, ზაურ დარგალმა, 173 ხმა აიღო, უბანზე კი მისული იყო 528 ამომრჩეველი.
კაპანაძის მიერ გამოქვეყნებულ მეორე ფოტოზე უკვე ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული ოქმია, თუმცა იგივეა, რაც პირველი, მაგრამ ციფრები განსხვავდება.
"ჰოი საოცრებავ, "ს ლიოგკიმ დვიჟენიემ რუკი", [ზაურ] დარგალის 173 გადაკეთებულია 473-ად. ხოლო, ამომრჩეველთა 528 გადაკეთებულია 828-ად.
რა ლეგიტიმურობაზე მელაპარაკებით და რა პარლამენტში შესვლაზე?". – წერს კაპანაძე.