არჩევნები 2020

შსს: ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან 6 ადამიანი დააკავეს

ფორმულა

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან 6 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

დაკავებას წინ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება უძღოდა.

საოლქო კომისიებთან, სადაც საჩივრებს განიხილავენ, ოპოზიციის წევრები და აქტივისტები აქციას მართავენ. აქცია იმართება საბურთალოზე, გლდანში, ისანში, სამგორში, წყალტუბოსა და ბათუმში. ოპოზიციის წევრები ითხოვენ, რომ საჩივრების განხილვას დაესწრონ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ.

კომენტარები