ეკონომიკა

კალაძე ლარზე: დღეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში

"დღეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში, ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი დაწყნარდება, ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას". – ასე პასუხობს ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ლარის კურსისა და ეკონომიკური კრიზისის შესახებ კითხვას.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სისტემაში 1 დოლარის ღირებულება ამ დროისთვის 3.42 ლარს აღემატება. სავაჭრო დღის გახსნის შემდეგ ლარი პლატფორმაზე 5 თეთრით არის გაუფასურებული.

5 ნოემბრის დილის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში 1 ევროს ღირებულება 4 ლარს გადასცდა. TBC ბანკსა და საქართველოს ბანკში 1 ევროს შეძენა 4.0740 ლარად არის შესაძლებელი, საქართველოს ბანკში კი – 4.08 ლარად.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით დაეცა პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე. 8 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი  3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის – 2.8299 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 51 თეთრით, ხოლო ევროსთან 84 თეთრით გაუფასურდა.

2 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 60 მილიონი დოლარი გაყიდა. სებ-მა ლარის კურსის სტაბილურობისთვის ეს არაერთხელ გააკეთა. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 709 მილიონი დოლარი გაყიდა.

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის არაერთხელ გაყიდა სავალუტო რეზერვები. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 709 მილიონი დოლარი გაყიდა.

კომენტარები