კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 775 ახალი შემთხვევა

DW

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 775 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 22 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი.

6 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

კომენტარები