ქართული ოცნების ლიდერი, თეა წულუკიანი ეხმაურება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლის მიერ თანამდებობის დატოვებას.
წულუკიანმა Facebook-ზე გამოაქვეყნა ვანო ბურდულის პოსტის სქრინი, აღწერით:
"მშვიდობით, ცესკო, შენთან ვბრუნდები, შაშკინ! ჩანერგილის ისტორიიდან".
ივანე ბურდული ცესკოში საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის პოსტს იკავებდა. როგორც ის განმარტავს, სამსახურიდან წასვლის მიზეზი ცესკოს მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაა.