ალიევი: შუშა თავისუფალია, ყარაბაღი ჩვენია!

სპუტნიკი

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხედროებმა მთიანი ყარაბაღის მნიშვნელოვანი ქალაქი შუშა აიღეს. 

"შუშა თავისუფალია, ყარაბაღი ჩვენია!"- თქვა ალიევმა მიმართვაში და აღნიშნა, რომ გამარჯვება ბრძოლის ველზე მოიპოვეს და "არა მოლაპარაკებების მაგიდასთან".

შუშასთან საბრძოლო მოქმედებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. 

მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს განახლდა.

მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოსკოვში 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი იმავე დღეს დაადანაშაულეს.

სომხეთი თურქეთს აზერბაიჯანის ღიად დახმარებაში და იარაღის და სამხედრო ძალის მიწოდებაში ადანაშაულებს, მათ შორის ლაპარაკია აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლების გაგზავნაზე, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს.

ცეცხლის შეწყვეტაზე მეორე შეთანხმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 17 ოქტომბერს, ბაქოს განცხადებით, განჯაზე სომხური სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 მოქალაქე დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ამავდროულად, ერევანმა ბაქო დაადანაშაულა მთიან ყარაბაღში დასახლებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, სტეფანაკერტზე საარტილერიო შეტევის განხორციელებაში - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის შეტევის შედეგად დაიღუპა სამი სამოქალაქო პირი.

კომენტარები