კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 2 927 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი

CDC/Science Photo Library

საქართველოში ახალი კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 470 პაციენტი.

9 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 15 113 აქტიური შემთხვევა არის დადასტურებული, მათგან 45 042 გამოჯანმრთელდა, ხოლო 499 გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

კომენტარები