აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2020

სააკაშვილი: ომის დროს ბაიდენის ჩამოსვლა და ჩემთან შეხვედრა ობამას რეიტინგს ძალიან წაადგა

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებული ჯო ბაიდენი მისი ახლო მეგობარია. სააკაშვილმა ტელეკომპანია მთავარის ეთერში ბაიდენის საქართველოში ვიზიტზე ისაუბრა. 

"მოვიდა ამერიკაში პრეზიდენტი, რომელიც არის ჩემი პირადი მეგობარი 90-იანი წლების შემდეგ, იმიტომ რომ ჯონ მაკკეინის უახლოესი მეგობარი იყო, რომელიც ჩვენი უახლოესი მეგობარი იყო და ამ კავშირებით ჩვენ ძალიან დავმეგობრდით. ეს არის კაცი, რომელიც პირველი ჩამოვარდა, როცა ომი ატყდა საქართველოში, მილიარდი დოლარი დახმარება ჩამოგვიტანა, რომელიც ამის შემდეგ დასახელდა ამერიკის ვიცეპრეზიდენტად, იმიტომ რომ ობამას რეიტინგს მისი ჩამოსვლა და ჩემთან შეხვედრა ძალიან წაადგა და ეს მას ძალიან კარგად ახსოვს". - აცხადებს სააკაშვილი. 

ჯო ბაიდენი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა. ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დამარცხება ამ დრომდე არ უღიარებია. ის ხმების გადათვლას ითხოვს ყველა შტატში, სადაც ბაიდენთან მცირე სხვაობით დამარცხდა. ბაიდენს უკვე აქვს საარჩევნო კოლეგიაში საკმარისი ხმები იმისათვის, რომ დეკემბერში ოფიციალურად გამოცხადდეს გამარჯვებულად კოლეგიის მიერ.

კომენტარები