არჩევნები 2020

ოპოზიციის მიერ ბოიკოტირებული არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება

ტაბულა

საქართველოში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება, რომელშიც ოპოზიცია მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს. 

მეორე ტური 16 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება. მათ შორის, თბილისის ყველა ოლქში. ცესკოს მონაცემებით, 14 ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა. აქედან ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს საჩხერის მაჟორიტარ კანდიდატს – ხმების 68.86%.

  1. მთაწმინდა – დათვლილია ხმათა 100% – ბექა ოდიშარია [ქართული ოცნება] – 44.81%, შალვა შავგულიძე [ევროპული საქართველო] – 29.45%; 
  2. ვაკე – დათვლილია ხმათა 100% – ნოდარ ტურძელაძე [ქართული ოცნება] – 42.24%, ელენე ხოშტარია [ევროპული საქართველო] – 35.55%;
  3. საბურთალო – დათვლილია ხმათა 100% – დავით სერგეენკო [ქართული ოცნება] – 43.23 %, ალეკო ელისაშვილი [მოქალაქეები] – 19.16%; 
  4. ისანი – დათვლილია ხმათა 100% – კახა კახიშვილი [ქართული ოცნება] – 46.74%, ხატია დეკანოიძე [ენმ] – 27.23%;
  5. სამგორი – დათვლილია ხმათა 100% – სოზარ სუბარი [ქართული ოცნება] 45.87%, ლევან ხაბეიშვილი [ენმ] – 39.18%;
  6. დიდუბე-ჩუღურეთი – დათვლილია ხმათა 100% – გიორგი ვოლსკი [ქართული ოცნება] – 42.49%, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 21.09%;
  7. ნაძალადევი – დათვლილია ხმათა 100% – მიხეილ ყაველაშვილი [ქართული ოცნება] – 43.76%, შალვა ნათელაშვილი [ლეიბორისტული პარტია] – 25.01%;
  8. გლდანი – დათვლილია ხმათა 99% – ლევან კობიაშვილი [ქართული ოცნება] – 42.69%, ნიკა მელია [ენმ] – 43.88%;
  9. რუსთავი – დათვლილია ხმათა 100% – ნინო ლაცაბიძე [ქართული ოცნება] – 47.37%, დავით კირკიტაძე – 32.6%;
  10. ხაშური-ქარელი – დათვლილია ხმათა 100% – ზაალ დუგლაძე [ქართული ოცნება] – 49.34%, ნატო ჩხეიძე [ენმ] – 29.63%;
  11. ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული – დათვლილია ხმათა 100%, ბეჟან წაქაძე [ქართული ოცნება] – 49.49%, კახა გეწაძე [ენმ] – 26.98%;
  12. ქუთაისი – დათვლილია ხმათა 100% – ზაზა ლომინაძე [ქართული ოცნება] – 42.16%, გრიგოლ ვაშაძე [ენმ] – 34.72%;
  13. თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი – დათვლილია ხმათა 100% – ირაკლი ქადაგიშვილი [ქართული ოცნება] – 47.26%, გიორგი ბოტკოველი [ენმ] – 40.43%;
  14. ზუგდიდი – დათვლილია ხმათა 100% – ირაკლი ჩიქოვანი [ქართული ოცნება] – 47.91%, მალხაზ ჯალაღონია [ენმ] – 36.95%;
  15. ბათუმი – დათვლილია ხმათა 100% – რესან კონცელიძე [ქართული ოცნება] – 40.97%, ლევან ვარშალომიძე [ენმ] – 37.3%;
  16. ხულო-შუახევი-ქედა-ხელვაჩაური – დათვლილია ხმათა 100% – ანზორ ბოლქვაძე – 46.26%, მიშა ბოლქვაძე [ენმ] – 32.5%;

 

კომენტარები