პომპეოს ვიზიტი

ვის შეხვდება მაიკ პომპეო და რას გეგმავს ოპოზიცია

მაიკ პომპეო
BusinessTimes

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში იმყოფება. ვიზიტი სახელმწიფო მდივნის ტურნეს ფარგლებში იმართება.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მაიკ პომპეო შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. შეხვედრა 18 ნოემბერს 09:30-ზე პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

ამის შემდეგ, 10:15-ზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანს შეხვდება. 

11:15 საათზე დაგეგმილია ვიზიტი საპატრიარქოში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პომპეო ილია მეორესთანაც გეგმავს შეხვედრას. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობითპომპეო საქართველოში ვიზიტისას სამოქალაქო სექტორს შეხვდება და მათ შეხედულებებს მოისმენს კანონის უზენაესობაზე, მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე. შეხვედრა სასტუმრო შერატონში 12:05-ზე შედგება.

ამის პარალელურად ოპოზიცია გამართავს მდუმარე აქციას - "გაყალბებულია". 

"აქცია გაიმართება 18 ნოემბერს, ოთხშაბათს, 11:00 საათზე ოპერიდან რესპუბლიკის მოედნის, ფილარმონიის, რუსთაველის მეტროსა და მელიქიშვილის მიმართულებით, დაცული 2-მეტრიანი დისტანციით. ყველა ადამიანს, ვინც მოვა მდუმარე აქციაზე, მიეცემა სტიკერი, რომელზეც ეწერება – გაყალბებულია.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი შეიძლება ვერ თანხმდებოდეს ძალიან ბევრ რამეზე, პოლიტიკურ გემოვნებაზე, მემარჯვენეობაზემემარცხენეობაზე და ასე შემდეგ, მაგრამ უდიდესი ნაწილი ვთანხმდებით, რომ არჩევნები არის გაყალბებული". – თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ.  

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ.

კომენტარები