პომპეოს ვიზიტი

მაიკ პომპეო სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში ხვდება [video]

ამ დროისთვის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ხვდება.

ამის შემდეგ, 10:15-ზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდება. 

11:15 საათზე დაგეგმილია ვიზიტი საპატრიარქოში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პომპეო ილია მეორესთანაც გეგმავს შეხვედრას.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეო საქართველოში ვიზიტისას სამოქალაქო სექტორს შეხვდება და მათ შეხედულებებს მოისმენს კანონის უზენაესობაზე, მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე. შეხვედრა სასტუმრო შერატონში 12:05-ზე შედგება.

ამის პარალელურად ოპოზიცია გამართავს მდუმარე აქციას – "გაყალბებულია". 

მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ტურნეს ფარგლებში იმართება.

კომენტარები