აქცია ტაილანდში

ტაილანდელი მომიტინგეები წყლის ჭავლისგან დასაცავად ფარად გასაბერ იხვებს იყენებენ [VIDEO/PHOTO]

0 კომენტარი

ტაილანდში მომიტინგეები წყლის ჭავლით აქციის დარბევის დროს ფარად გასაბერ იხვებს იყენებენ. 

ბანგკოკში პარლამენტთან ფართომასშტაბიან აქციაზე გასაბერი იხვები 17 ნოემბერს გამოჩნდა, როდესაც აქციას ძალისმიერად არბევდნენ.აქციაზე იხვები 18 ნოემბერსაც გამოჩნდა პოლიციის შენობასთან. 

აქციაზე ერთ-ერთ მომიტინგის თქმით, იხვი თავდაპირველად გასართობად მოიტანეს, თუმცა მაშინ, როდესაც პოლიციამ აქციის დარბევა დაიწყო, ის ფარად გამოიყენეს. 

"პოლიციას ჩვენ წინააღმდეგ წყლის ჭავლი რომ არ გამოეყენებინა, მათ ფარად არ გამოვიყენებდით". - თქვა ერთ-ერთმა მომიტინგემ. 

ტაილანდში მასშტაბური საპროტესტო აქციები ივლისში დაიწყო. მომიტინგეები პრემიერმინისტრ პრაიუთ ჩან-ოჩას გადადგომას, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას და ტაილანდის მეფის, მაჰა ვაჩირალონგკორნის ძალაუფლების შეზღუდვას მოითხოვენ.

"დიდხანს სიცოცხლე მეფეს". - შესძახეს ოთხშაბათს გამართულ საპროტესტო აქციაზე იხვების "კოლონის" მომიტინგეებმა.

აღსანიშნავია, რომ ტაილანდში მომიტინგეები აქციაზე დარბევისგან თავდასაცავად ჰონგ-კონგელი მომიტინგეების გამოცდილებას იყენებენ. აქციაზე ისინი ჩაფხუტებით და სათვალეებით მიდიან და წყლის ჭავლისგან დასაცავად ქოლგებსაც იყენებე. როდესაც პოლიცია ცრემლსადენი გაზის ქილებს ისვრის, ისინი მათ წყალს ასხამენ და საფარს აფარებენ და სხვ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები