ახალი კორონავირუსი საქართველოში

მეუფე ჯუზეპე: გამოვხატავ ტკივილს მეუფე ლაზარეს გარდაცვალების გამო

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო
ტაბულა

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსის, ლაზარე სამადბეგიშვილი გარდაიცვალებას ეხმაურება.

"პირადად ჩემი და საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით მსურს გამოვხატო ტკივილი და თანაგრძნობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ბორჯომი-ბაკურიანის ეპარქიის მორწმუნეთა მიმართ ეპისკოპოსი ლაზარეს გარდაცვალების გამო. მე მას ვიცნობდი როგორც სიკეთით სავსე ადამიანს, ფართე და ღია გულის მზრუნველ მწყემსს, ძლიერი რწმენით. შევთხოვ უფალს, რომ თვისი სიყვარულით დაუმკვიდროს მას ულევი სიხარულის სასუფეველი". – წერს მეუფე ჯუზეპე.

დღეს, 20 ნოემბრის დილას, ცნობილი გახდა, რომ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.

კომენტარები