რუსული ოკუპაცია

სუს: გორის მუნიციპალიტეტში ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: radiotavisupleba.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 20 ნოემბერს ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკართან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

"საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების ფაქტები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას". – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები