თუ უკვე გეგმავთ საახალწლო ფილმების ყურებას და ამით სადღესასწაულო განწყობის შექმნას, Review.org-ს თქვენთვის კარგი შემოთავაზება აქვს.
კომპანია 2 500 დოლარს გადაუხდის მას, ვინც 25 დღის განმავლობაში ნებისმიერ 25 საახალწლო ფილმს უყურებს. გარდა ანაზღაურებისა, გამარჯვებულს Netflix-ზე, Hulu-ზე, Disney+-ზე, Amazon Prime Video-ზე, HBO Max-სა და Apple TV+-ზე ერთწლიანი უფასო წვდომა ექნება.
კონკურსანტი 18 წელს გადაცილებული და ამერიკაში მუშაობის უფლების მქონე ადამიანი უნდა იყოს. ამასთან ერთად, მან 200-სიტყვიანი წერილი უნდა დაწეროს, სადაც ახსნის, რატომ იმსახურებს პრიზს.
მონაწილეობის მიღება 4 დეკემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი, ხოლო 7 დეკემბერს Review.org საკუთარ Youtube არხზე გამარჯვებულს გამოავლენს.