კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა, სულ – 1012

AFP - Getty Images

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა 1000-ს გადაცდა.

გარდა ამისა, დადასტურდა ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევა და გამოჯანმრთელდა 3 531 პაციენტი.

23 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 108 690 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 89 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 012 კი გარდაიცვალა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები