კორონავირუსი საქართველოში

რა შეზღუდვები მოიხსნება 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ცენტრები, ასევე, ღია და დახურული ბაზრობები მუშაობას აღადგენენ.  

ასევე, მთავრობის ინფორმაციით, ამ პერიოდში აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

დღეს, 26 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ღია და დახურული ბაზრობები მუშაობას აჩერებს. შეზღუდვა არ ეხება აგრარულ ბაზრებს.  

ასევე, დიდ ქალაქებში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. 28 ნოემბრიდან კომენდანტის საათი საღამოს 10 საათის ნაცვლად 9 საათიდან დაიწყება. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე.

კომენტარები