"ეს არის ის კომპრომისი, რომელიც მინიმალურ ზიანს, მინიმალურ შესაძლო ზიანს მიაყენებს ეკონომიკას, მაგრამ ორი თვის განმავლობაში უნდა მოგვცეს მაქსიმალური ეპიდემიოლოგიური შედეგი" - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ იმ შეზღუდვების შესახებ განაცხადა, რომლებიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება.
კერძოდ, 28 ნოემბრიდან, კომენდანტის საათი 21:00-დან იმოქმედებს, ჩერდება სავაჭრო ობიექტები, ფიტნესკლუბები, აუზები, რესტორნები, დახურული და ღია ბაზრები. ასევე, დიდ ქალაქებში ჩერდება მუნიციპალური ტრანსპორტი.