პატრიარქის მიმართვა

მარხვაში რძის პროდუქტების ჭამის გამო მღვდლები ზიარებას აღარ აკრძალავენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II მრევლს მიმართავს. მიმართვაში ნათქვამია, რომ ხვალ, 28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს. ამ მარხვაში 25 დეკემბრის ჩათვლით დაშვებული იქნება თევზი (ოთხშაბათის და პარასკევის გარდა).

ამასთან, პატრიარქმა მღვდლები აკურთხა, რომ მარხვაში მრევლს რძის პროდუქტის მიღების გამო ზიარება არ აუკრძალონ. 

"ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმ.ზიარების მისაღებად". – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

ჯანდაცვის კრიზისისას პატრიარქი მოსახლეობას ასევე მოუწოდებს, ლოცვა გააძლიერონ და ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები.

კომენტარები