ბიუჯეტი

"აუცილებელია" – მერია საახალწლო განათებაში დახარჯული 659 000 ლარის მიზნობრიობაზე

თბილისის მთავრობის ფარგლებში არსებული სახელმწიფო კომპანია თბილსერვის ჯგუფი, რომელსაც დედაქალაქში სხვადასხვა ტექნიკური საკითხები მოგვარება ევალება, საახალწლო განათებაში გადახდილის თანხის მიზნობრიობას განმარტავს. 

თბილისერვის ჯგუფი საახალწლო განათებებისთვი ჯამურად ქალაქის მოსართავად 854 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. აქედან დაახლოებით 200 ათასი ლარი წინა წელს მილიონ ლარად იტალიური ნაძვის ხის გასაახლებლად, ხოლო 659 000 ლარს ახალი საახალწლო განათებებისა და ილუმინაციების შესაძენად დახარჯავს. 

როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფო კომპანიის მიერ გასულ თვეში გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა ამიტომაც, მომსახურებს კომპანია გამარტივებული, პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძენს. ამის შესახებ შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა პრემიერმა, გიორგი გახარიამ. 

როგორც შესყიდვის დოკუმენტაციაში კომპანია განმარტავს "აღნიშნული შესყიდვა ატარებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს, რადგან აუცილებელია ქ. თბილისის ქუჩები საახალწლო ღონისძიებების შესაბამისად იყოს მორთული, რაც იმოქმედებს საზოგადოების საახალწლო განწყობაზე, მითუმეტეს ბავშვებისათვის აუცილებელია საახალწლო ღონისძიებების გაფორმება, რომ შევუქმნათ 2021 წლის ახალი წლის ღონისძიებისათვის შესაბამისი გარემო."

გასულ წელს თბილისის მერიამ ახალი საახალწლო ნაძვის ხისა და განათებების შესაძენად ჯამურად 2,734 მილიონი ლარი (829,512 ევრო) გადაიხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, რომ თბილსერვის ჯგუფმა სულ სამი ტენდერი გამოაცხადა. სამივე შემთხვევაში ტენდერი იტალიურმა კომპანია IDO SRL-მა (IDOLIGHT) მოიგო. 

კომენტარები