კორონავირუსი საქართველოში

მცხეთაში კორონავირუსით 24 წლის ქალი გარდაიცვალა

AFP - Getty Images

მცხეთის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსით 24 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მთავარ არხს სატელეფონო საუბარში უთხრა, პაციენტს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, რის შესახებაც ოჯახმა არ იცოდა და სწორად ამას მოჰყვა მძიმე გართულებები. 

დაღუპულის ოჯახი უარყოფს, რომ 24 წლის ქალს თანმდევი დაავადება ჰქონდა და გარდაცვალებაში კლინიკას ადანაშაულებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მომხდარ შემთხვევას სამინისტრო საფუძვლიანად შეისწავლის.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 4 260 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 947 პაციენტი.

3 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 147 636 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 124 568 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 387 პაციენტი კი გარდაიცვალა.


 

კომენტარები