არჩევნები 2020

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ორი აქტივისტი დააკავეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც სამართალდამცავებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი, ორი აქტივისტი დააკავეს. 

ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქტივისტებმა შენობასთან არსებულ რკინის კონსტრუქციაზე წარწერების გაკეთება და ასევე საბჭოთა სიმბოლიკის დამაგრება სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

პარლამენტთან შეკრებილი აქტივისტები, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. 

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

კომენტარები