კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 4 321 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი

ABC

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 4 301 პაციენტი.

6 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 162 475 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 133 511 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 504 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 434.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები