კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 720 ახალი შემთხვევა

ABC

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 2 720 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 942 პაციენტი.  

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 13 449 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 6 628 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 6 821 PCR ტესტით.

13 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 189 726 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 158 183 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 790 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამჟამად ქვეყანაში სულ ინფიცირების 29 727 აქტიური შემთხვევაა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები